Friday, July 8, 2011

Thursday, July 7, 2011

ოლივია პალერმო

ოლივია პალერმოს არსებობის შესახებ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, რეალითი შოუს "The City" - ის ყურების დროს გავიგე. შოუში ერთ-ერთი წამყვანი პერსონა იყო და ხასიათითაც გამოირჩეოდა, თუმცა  ყველაზე დიდი ყურადღება ჩაცმის სტილითა და ნამდვილად გამორჩეული გემოვნებით მიიქცია.
მის ფოტოებს დღემდე სხვადასხვა მოდურ ბლოგებსა თუ ჟურნალებში წააწყდებით და შეამჩნევთ, რომ მასზე არც თუ ისე ხშირად წერენ კრიტიკული ტონით, რადგან ფეხდაფეხ ჰყვება მოდას და ამასთანავე თავად იქმნის ინდივიდუალური სტილის შტრიხებს.













როგორც კი ნახავთ ოლივიას სურათებს და გაეცნობით მის სტილს, მიხვდებით, რომ ეს 25 წლის გოგონა, არასდროს გამოდის სახლიდან მოუწესრიგებელი და შეგექმნებათ შთაბეჭდილება, ( ასე რომც არ იყოს ) რომ 1 დღით ადრე გეგმავს, თუ რას ჩაიცვამს მომდევნო დღეს.

კითხვა-პასუხი ! ^_^

მომწონს ესეთი თამაშები და ამიტომაც ვითამაშებ :დ :დ


ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?
- თუ პიჟამო ტანსაცმელში შედის კი.. :დ
შავი თუ ლურჯი კალამი?
- ლურჯი
მოგწონს მოგზაურობა?
- ვის არ მოწონს
 მოგწონს ვინმე?
- კი
იცის?
- კი…
ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ?
-ხანდახან
გინდა დაქორწილდე?
- კი :დ
ვისზე?
- ჩედ მაიქლ მურზე, ვხუმრობ :)))
კარგი სტუდენტი ხარ?
-სტუდენტი რო გავხდები ეგ მერე მეცოდინება და ამჟამად კი,კარგი მოსწავლე ვარ, თუმცა უკეთესიც შეიძლება
 ახლა ბედნიერი ხარ?
- კი ^_^
მოგიტყუებია როდისმე? ან მოუტყუებიხარ ვინმეს?
- კი
დაბადების ადგილი.
- თბილისი
შობა თუ ჰელოვინი?
- შობა
 ფერადი თუ შავ–თეთრი ფოტო?
- ზოგადად ფერადი , მითუმეტეს ზაფხულში, თუმცა ხანდახან შავ-თეთრი უფრო ლამაზია
 შორ მანძილზე ურთიერთობები ძლებს?
 - გააჩნია ადამიანებს
ასტროლოგიის გჯერა?
- თუ კარგი რაღაცები წერია ჩემს ჰოროსკოპში მაშინ კი :დ
გჯერა ერთი ნახვით სიყვარულის?
- არა !
სვამ?
- კი :დ
ხალხს ამხიარულებ?
- გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ :დ
ფიქრობ რომ ოცნებები ხდება?
-თავისით არ ხდება..ჩვენ უნდა ავახდინოთ
 -  როგორი ამინდია ახლა?
- უცხელესი
ბოლოს როდის შეიჭერი თმები?
- წინა სექტემბერს :ს
ბოლოს ვის ელაპარაკე ტელეფონზე?
- მაკოს
როდის იბანავე ბოლოს?
- გუშინ
წყნარი თუ მხიარული მუსიკა?
- სიტუაციას და ხასიათს გააჩნია
Mcdonalds თუ Burger King?
- Mcdonalds
ღამე თუ დღე?
- ზამთარში -დღე და ზაფხულში – ღამე
ბალიშების რაოდენობა?
- 1 პიანინო თუ გიტარა?
არც ერთი ვიცი და არც მეორე.. ისე პიანინო მირჩევნია

Paris Haute Couture

ორშაბათს, 4 ივლისს დაიწყო პარიზის მაღალი მოდის კვირეული და თავისთავად მოდის კრიტიკოსთა, ფოტოგრაფთა, ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა მთელი პარიზი, დიზაინერები, დამსწრე საზოგადოება და მათი ტანსაცმლის მარკები, სტილი ..
სანამ უშუალოდ სტუმრების ჩაცმულობას განვიხილავდეთ, ვნახოთ რა სიმაღლისაა მოდა პარიზში ..
14 წლის განმავლობაში პირველად, დიორი ჯონ გალიანოს გარეშე  გავიდა პარიზის მოდის კვირეულზე. კოლექცია ღია ფერებით იყო სავსე, მოდელების მაკიაჟიც საკმაოდ ფერადი გახლდათ..







ჟივენშის მოდის სახლმა კი გამჭვირვალე, თეთრი და ნაზი ზამთარი აირჩია.. შემოსა მოდელები ულამაზესი თეთრი კაბებით და თამამად გაიყვანა პოდუმზე.
 Riccardo Tisciს მოდერნისტული მიდგომა Haute Coutureსადმი კოლექციაშიც გამოიხატა და საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა იმ მხრივ, რომ ახალ ტექნიკასთან ერთად, კლასიკური მეთოდებიც გამოიყენა და საბოლოო ჯამში მიიღო : 







რაც შეეხება შანელის მოდის სახლს და ბიძია კარლს, მისი შოუ მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან 10 საათზე დაიწყო და ჭორებს თუ დავუჯერებთ, კარლს სურდა დიდი მინის გრან პალე მთვარის შუქზე "დატბორილიყო", როგორც კი სტუმრები შენობაში შევიდნენ წვიმა დაიწყო და იატაკი, რომელიც დაფარული იყო შავი გრანიტის ზედაპირით წყლით გაიჟღინთა.. თავისთავად ესეც ლაგერფილდის ორგანიზებული იყო..








(ჩექმები ნამდვილად არ მომეწონა) 

მივესალმები ყველაფერ ახალს, ყველაფერ ინდივიდუალურს და ვთვლი, რომ ღია საზოგადოების წევრი ვარ, მაგრამ ფრაზა : " გემოვნებაზე არ დაობენ ", ვფიქრობ, ყველაზე დიდი ტყუილია ამქვეყნად და სწორედ ამ ფრაზის გამო, ხანდახან მგონია, რომ სულაც არ მივესალმები ხოლმე ყველაფერ ახალს, რადგან არის ბევრი რაღაც, რაც დღევანდელ მოდაში სრულიად უგემოვნოდ, უაზროდ და "მე მინდა რაიმე ახალი შევქმნა"-დ მიმაჩნია..
შეიძლება სულაც არ მაქვს უფლება კრიტიკის,რადგან არც თუ ისე კომპეტენტური ვარ ამ საკითხში, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ადამიანს გაგიჩნდება სურვილი თვით პრადაც გააკრიტიკო. აი მაგალითად :
პრადა
ეს პლატფორმები, რომლებიც წლევანდელ "must have" ლისტში შედის, ჩემთვის სრულიად არა -   must have ია. ვერანაირ კავშირს ვერ ვპოულობ ფეხსაცმელთა ამგვარ შეხამებს შორის.
ნებისმიერ ნივთში ვცდილობ დავინახო რაიმე ახალი, ლამაზი, კომფორტული .. ამ ქმნილებაში კი, ვერც ერთ მათგანს ვხედავ.
როგორც იცით პარიზის მაღალი მოდის კვირეული დაიწყო 4 ივლისს  და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბლოგერს და გემოვნების პიკზე მყოფ Hanneli Mustapartaს სწორედ ეს მრავალ სართულიანი ფეხსაცმელები ეცვა .. მასზეც კი არ მომეწონა ..

First ..

პირველი პოსტია და ისიც საიდან დავიწყო არ ვიცი, უბრალოდ დიდი ხანია მინდოდა ბლოგის გაკეთება; ბევრჯერაც ვცადე , მაგრამ ყოველ ახალ ექაუნთს ხელუხლებელს ვტოვებდი. ახლა კი გამიჩნდა სურვილი და ნებისყოფა(ც) რომ ესე აღარ იყოს და აქტიურად ვწერო.. ვწერო ყველაფერზე რაც მინდა და რაც მომწონს..
თუმცა ალბათ აქაც თავს გამოიჩენს ჩემი სიყვარული ვოგისადმი და ბლოგის ხშირი თემაც სწორედ ის იქნება..
რადგან სათაურის ერთ-ერთი შემადგენელი სიტყვაა Myself , ვეცდები ჩემს თავზეც ვწერო, ამიტომ აქვე ვიტყვი, რომ მქვია ლიკა (რაც ალბათ დასაწყისში უნდა მეთქვა :დ) და ახლო მომავალში ვიქნები ვოგის რედაქტორი (ამბიციური განცხადებაა.. კი ნამდვილად)
დანარჩენს კი თანდათან დავწერ..