Thursday, July 7, 2011

Paris Haute Couture

ორშაბათს, 4 ივლისს დაიწყო პარიზის მაღალი მოდის კვირეული და თავისთავად მოდის კრიტიკოსთა, ფოტოგრაფთა, ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში მოექცა მთელი პარიზი, დიზაინერები, დამსწრე საზოგადოება და მათი ტანსაცმლის მარკები, სტილი ..
სანამ უშუალოდ სტუმრების ჩაცმულობას განვიხილავდეთ, ვნახოთ რა სიმაღლისაა მოდა პარიზში ..
14 წლის განმავლობაში პირველად, დიორი ჯონ გალიანოს გარეშე  გავიდა პარიზის მოდის კვირეულზე. კოლექცია ღია ფერებით იყო სავსე, მოდელების მაკიაჟიც საკმაოდ ფერადი გახლდათ..







ჟივენშის მოდის სახლმა კი გამჭვირვალე, თეთრი და ნაზი ზამთარი აირჩია.. შემოსა მოდელები ულამაზესი თეთრი კაბებით და თამამად გაიყვანა პოდუმზე.
 Riccardo Tisciს მოდერნისტული მიდგომა Haute Coutureსადმი კოლექციაშიც გამოიხატა და საკმაოდ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა იმ მხრივ, რომ ახალ ტექნიკასთან ერთად, კლასიკური მეთოდებიც გამოიყენა და საბოლოო ჯამში მიიღო : 







რაც შეეხება შანელის მოდის სახლს და ბიძია კარლს, მისი შოუ მაინც ყველასგან გამორჩეული იყო, რადგან 10 საათზე დაიწყო და ჭორებს თუ დავუჯერებთ, კარლს სურდა დიდი მინის გრან პალე მთვარის შუქზე "დატბორილიყო", როგორც კი სტუმრები შენობაში შევიდნენ წვიმა დაიწყო და იატაკი, რომელიც დაფარული იყო შავი გრანიტის ზედაპირით წყლით გაიჟღინთა.. თავისთავად ესეც ლაგერფილდის ორგანიზებული იყო..








(ჩექმები ნამდვილად არ მომეწონა) 

No comments:

Post a Comment