Thursday, July 7, 2011

ოლივია პალერმო

ოლივია პალერმოს არსებობის შესახებ, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, რეალითი შოუს "The City" - ის ყურების დროს გავიგე. შოუში ერთ-ერთი წამყვანი პერსონა იყო და ხასიათითაც გამოირჩეოდა, თუმცა  ყველაზე დიდი ყურადღება ჩაცმის სტილითა და ნამდვილად გამორჩეული გემოვნებით მიიქცია.
მის ფოტოებს დღემდე სხვადასხვა მოდურ ბლოგებსა თუ ჟურნალებში წააწყდებით და შეამჩნევთ, რომ მასზე არც თუ ისე ხშირად წერენ კრიტიკული ტონით, რადგან ფეხდაფეხ ჰყვება მოდას და ამასთანავე თავად იქმნის ინდივიდუალური სტილის შტრიხებს.













როგორც კი ნახავთ ოლივიას სურათებს და გაეცნობით მის სტილს, მიხვდებით, რომ ეს 25 წლის გოგონა, არასდროს გამოდის სახლიდან მოუწესრიგებელი და შეგექმნებათ შთაბეჭდილება, ( ასე რომც არ იყოს ) რომ 1 დღით ადრე გეგმავს, თუ რას ჩაიცვამს მომდევნო დღეს.

1 comment:

  1. ყოველთვის ძალიან კარგად გამოიყურება, მომწონს მისი სტილი :)

    ReplyDelete