Thursday, July 7, 2011

მივესალმები ყველაფერ ახალს, ყველაფერ ინდივიდუალურს და ვთვლი, რომ ღია საზოგადოების წევრი ვარ, მაგრამ ფრაზა : " გემოვნებაზე არ დაობენ ", ვფიქრობ, ყველაზე დიდი ტყუილია ამქვეყნად და სწორედ ამ ფრაზის გამო, ხანდახან მგონია, რომ სულაც არ მივესალმები ხოლმე ყველაფერ ახალს, რადგან არის ბევრი რაღაც, რაც დღევანდელ მოდაში სრულიად უგემოვნოდ, უაზროდ და "მე მინდა რაიმე ახალი შევქმნა"-დ მიმაჩნია..
შეიძლება სულაც არ მაქვს უფლება კრიტიკის,რადგან არც თუ ისე კომპეტენტური ვარ ამ საკითხში, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ადამიანს გაგიჩნდება სურვილი თვით პრადაც გააკრიტიკო. აი მაგალითად :
პრადა
ეს პლატფორმები, რომლებიც წლევანდელ "must have" ლისტში შედის, ჩემთვის სრულიად არა -   must have ია. ვერანაირ კავშირს ვერ ვპოულობ ფეხსაცმელთა ამგვარ შეხამებს შორის.
ნებისმიერ ნივთში ვცდილობ დავინახო რაიმე ახალი, ლამაზი, კომფორტული .. ამ ქმნილებაში კი, ვერც ერთ მათგანს ვხედავ.
როგორც იცით პარიზის მაღალი მოდის კვირეული დაიწყო 4 ივლისს  და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბლოგერს და გემოვნების პიკზე მყოფ Hanneli Mustapartaს სწორედ ეს მრავალ სართულიანი ფეხსაცმელები ეცვა .. მასზეც კი არ მომეწონა ..

No comments:

Post a Comment